მსუქანი?

ნამდვილად არ მსურს ეს ბლოგი რაიმე დიეტებით გამოტენილ ინტერნეტ გვერდს დავამსგავსო ან ვიტირო და ვიწუწუნო ჩემს პრობლემაზე ! არა !!! უბრალოდ რითი უნდა დაიწყო ადამიანმა წერა?! რათქმაუნდა იმით რაც ყველაზე მეტად გაწუხებს ! ჩემს შემთხვევაში ეს წონაა !! აქვე დავძენ რომ ისეთი სიტყვები როგორიც არის : ” ყველანაირი წონის ადამიანი შეიძლემა იყოს ლამაზი” ან ” სიმსუქნე გიხდება ” ან ” ადამიანი შინაგანად უნდა იყოს ლამაზი, წონას რა მნიშვნელობა აქვს” ეს ყველა ფრაზა და მისთანანი 🙂 უბრალოდ დიდი სისულელეაა! ან იმათი მოგონილია ვინც ცხოვრებაში მსუქანი არ ყოფილა ან კიდე იმდენად თავის ბედს შეგუებული კარგად ჩსუქებული ხალხის რომელიც მსგავსი ფრაზებით თავს იმშვიდებენ. tumblr_maa22vtAIK1qa8tmzo1_500_large

ვარ 103 კილო როდესაც ჩემი ნორმალური წონა სავარაუდოდო 60 კილოა ნუ ან 65 !! გამხდარი არ ვყოფილვარ ბავშვობის მერე მაგრამ ფაქტი ისაა რომ არც ამხელა “რაღაც ვყოფილვარ” და ფაქტია რომ ნახევარ წელიწადში 30 კილოთი მოვიმატე!  ყველაზე სასაცილო ის მომენტია ხოლმე დიეტოლოგები რომ მსუქნები არიან მეც ეგრე ვარ! ( სასაცილო რა უკვე სატირალია) ნებისმიერი დიეტა , ხერხი და საშუალება ვიცი მაგრამ არ ვიყენებ! უკვე იმ დონემდე მივედი საკუთარ თავს ვატყუებ! შეიძლება იმათ ვისაც არ გაქვთ ეს პრობლემა მოგეჩვენოთ სრულ სისულელთ ან ძალიან მარტივად დაიკლო წონაში ისევე როგორც არა მწეველს გონია სიგარეტის გადაგდებაზე ადვილი არაფერია ( მეც ეგრე მეგონა ) . tumblr_lvofp2p0xi1r48vh3o1_500

მოკლედ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ჭარბმა წონამ ? მე პირადად ძალიან ბევრს ვკარაგვ , : მაქვს სიმსუქნესთან დაკავშირებული კომპლექსები, ვერ ვიცვამ იმას რაც მართლა მომწონს , თავს ვარწმუნებ რომ სიყავრული სისულელეა რომდესაც მგონი ჩემზე რომანტიული ამ სამყაროში კაცი არ დადის და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ვიცი მე ვინც შიძლება მომეწონოს ან შემიყვარდეს ის იგვეს არ იგრძნობს ! ვხვდები ვკარგაც საკუთარი თავის რწმენას , დიდი ხანია დავკარგე საკურათარი თავის პატივისცემაც ! და მაინც სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს სიმსუქნემ?!

და ბოლოს და ბოლოს ცით რა? რატომ მე არა? რატომ არ შემიძლია? თუ შეზლო სხვამ , თუ ეს შესაძლებელია ან თუნდაც შუუძლებელი რატომ არ უნდა ვიყო მე ის ადამიანი ვინც ნებისმიერ დაბრკოლებას დაძლევს?! მინდა ვიპოვო საუკეთესო “მე” , სანამ მე საკუთარი გარეგნული სრულყოფისკენ მივისწრაფი და სანამ სასურველ შედეგს მივაღწევ მანამდე სხვა თემებით შემოვიფარგლები.

პს. ზაფხული დაიწყება ესე tumblr_m7q0m6HQ4j1roegxwo1_500_large

Leave a comment